სერიალის One Tree Hill მსახიობები შოუს ბოლო ეპიზოდის გამოსვლიდან გასული რვა წლის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ჩად მაიკლ მიურეი, ჰილარი ბარტონი და სხვა მსახიობები ერთმანეთს ჩრდილოეთ კაროლინაში შეხვდნენ. სოფია ბუში და ბრაიან გრინბერგი შეხვედრას ვერ დაესწრნენ.
"სამსახურში მაშინ ამიყვანეს, როდესაც 20 წლის ვიყავი და მან მე ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები მაჩუქა" დააწერა გაზიარებულ ფოტოებს ჰილარი ბარტონმა.
სერიალი One Tree Hill, რომელსაც 2000-იან წლებში ბევრი ფანი ჰყავდა,2003 წელს გამოვიდა და 2012 წელს დასრულდა.