ჩემთვის მისაღები იყო და რჩება მისაღებად სრულად მაჟორიტარული სისტემა, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და იმ საბოლოო საუბრების შედეგად მიღწეული კომპრომისული ვარიანტით, რომელზედაც საუბრობს სახელისუფლებო გუნდი, გამომდინარე აქედან, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვითამაშო პოზიტიური როლი, როგორც დეპუტატმა და მხარი დავუჭირო კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვის. განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, იყვნენ კონსტრუქციულები და გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები
tbl.ge/4hok
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ამის შესახებ პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. ლურსმანაშვილი ერთერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატთა შორის, რომლებაც 14 ნოემბერს პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას მხარი არ დაუჭირეს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება
- პრემიერი: შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი დააბალანსო
- კობახიძე: ორი ძალაა პოლიტიკაში, ჩვენ და კოლექტიური ნაცმოძრაობა
- იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ. დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა