რობერტ პატინსონის ბეტმენის სამი ახალი სურათი გავრცელდა.
"The Batman"-ის რეჟისორმა, მეტ რივსმა, ტვიტერზე სურათები დადო, სადაც ბეტმენი თავისი მანქანის [Batmobile] განახლებულ ვერსიასთან დგას.
"The Batman" 2021 წლის 25 ივნისს გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ბეტმენის როლზე რობერტ პატინსონმა ბენ აფლეკი ჩაანაცვლა. ასევე, ახალ ფილმში ზოი კრავიცი ქალი-კატა იქნება, კოლინ ფარელი კი ბოროტმოქმედი პინგვინის როლს შეასრულებს.