BBC-ის რადიოსთან ერთ-ერთ ინტერვიუში, ემილია კლარკმა თქვა, რომ ძმამ მას საუკეთესო საშობაო საჩუქარი გაუკეთა. მან მსახიობს ტარგარიანების დროშა აჩუქა.
კლარკის ძმა სერიალის Game Of Thrones-ის გადასაღებ მოედანზე მუშაობდა და ერთ-ერთი საბრძოლო სცენის გადაღებისას ტარგარიენების დროშა სახლში წამოიღო.
"საჩუქარი რომ გავხსენი, ტირილი დავიწყე! ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდის გადაღების დროს ის ოპერატორის დამხმარეს დამხმარე იყო და დროშა წამოიღო. ამ დროს, მე სულ ვეკითხებოდი ხოლმე სერიალის პროდიუსერებს: შეიძლება მოსასხამი დავიტოვო? შეიძლება რამე დავიტოვო სამახსოვროდ?"