კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 12 თბილისში მკურნალობს, 1 - საჩხერეში

WLFI

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან 12 თბილისში მკურნალობს, 1 - საჩხერეში.

პირს, რომელსაც კორონავირუსი საჩხერის საავადმყოფოში დაუდასტურდა, იტალიაში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული და მის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 12 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. დანარჩენი 11 ადამიანის დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

კომენტარები