კორონავირუსი

მეუფე გერასიმე: ეკლესია არასდროს არ დაიკეტება

შეიძლება, ადამიანი დაინფიცირებული იყოს და არ ფიქრობდეს იმაზე, რომ მისი ეს ავადმყოფობა სხვას გადაეცეს და სხვა დაავადდეს. ჩვენ თითოეულ ადამიანს ვთხოვთ, უპირველეს ყოვლისა, ვინც ასაკში არიან, ავად არიან, თავი შეიკავონ.

ეს არ არის მხოლოდ დღევანდელ დღეს, დღევანდელ ვითარებისთვის, ასეთი ფორმა და სახე ადამიანების მიმართ. არამედ, როცა ჩვენ ვიმყოფებით არაჯანმრთელ მდგომარეობაში, თავი უნდა შევიკავოთ ეკლესიაში სიარულისაგან, თავი შევიკავოთ სამსახურში ურთიერთობისაგან... კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეკლესია არასდროს არ დაიკეტება, ეკლესიის კარები იქნება ღია დილით გვიან საღამომდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, ილოცოს. 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე საკვირაო ქადაგების დროს.

კომენტარები