საქართველოს მთავრობამ ის კომპანიები დაასახელა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის და მკაცრი კარანტინის რეჟიმის პირობებში საქმიანობა არ ეზღუდებათ.
კომპანიები მთავრობის 209-ე დადგენილებით განისზღვრა.
- შპს „საქნახშირი“ - საქმიანობა, ქვანახშირის მოპოვება ;
- სს „RMG Copper“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება
- შპს „RMG Gold“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
- შპს „ჯმ 29“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება ;
- სს „რუსთავის აზოტი“ - საქმიანობა, მინერალური სასუქების წარმოება ;
- სს „კავკასიან პეტ კომპანი“ - საქმიანობა, პლასტმასის საფუთავების წარმოება ;
- სს „მინა“ - საქმიანობა, ღრუ მინის წარმოება ;
- შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
- შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ - საქმიანობა, ცემენტის წარმოება ;
- შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ - საქმიანობა, ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;
- შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება.
- შპს „რუსელოის“ - საქმიანობა, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება.
- შპს „ჯეოსთილი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
- შპს „ამბიკონ სტილსი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
- შპს „რუსთავის ფოლადი“ - საქმიანობა, ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება.
- შპს „გლობუსი“ - საქმიანობა, სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;
- შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ - საქმიანობა, ფოლადის ჩამოსხმა ;
- შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
- შპს „ასკანგელ ჯგუფი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
- შპს „ასკანგელ ალიანსი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
- შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ - საქმიანობა, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება.
- სს „ელმავალმშენებელი“ - საქმიანობა, სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება.
- შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
- შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ - საქმიანობა, ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
- შპს „მნკორპი“ - საქმიანობა, საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით
- სს „საქართველოს რკინიგზა“ - საქმიანობა, რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
- შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი ;
- შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - საქმიანობა, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი
- შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - საქმიანობა, სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
- ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
- შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირება მილსადენებით ;
- შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ - საქმიანობა, საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი ;
- შპს „მეტრო სერვის +“ - საქმიანობა, სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება;
- შპს „ტავ ურბან საქართველო“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
- შპს „საქაერონავიგაცია“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება ;
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - საქმიანობა, საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება
- შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
- სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
- შპს „ბი ენდ პი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
- შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
- შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა
- შპს „ტრანსფორდი“ - საქმიანობა, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა ;
- შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „ეისა“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „ჯიარ ტრანზიტი“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები ;
- შპს „ჯნს ჯორჯია“ - საქმიანობა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები
- შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ - საქმიანობა, ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები
- შპს „თიბისი ფეი“ - საქმიანობა, ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
- შპს „აჭარა ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „მოვი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „ემჯიემტექს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „ISTANBUL BAZAAR“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „BTM-TEXTILE“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- შპს „პრომო ვეარ“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვა ;
- სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი) - საქმიანობა, თვითმფრინავის ნაწილების წარმოება
- შპს „საქსპეცტრანსი“ - საქმიანობა, პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა
- შპს „ჯი ენ ელ“ - საქმიანობა, ლატარიების მოწყობა
- შპს „გებრიუდერ ვაის“ - საქმიანობა, სატვირთო საგზაო ტრანსპორტი
- შპს „კაპაროლ ჯორჯია“ - საქმიანობა, საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება
- სს „საქკაბელი“ - საქმიანობა, ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება .
საქართველოს მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობა იზღუდება, გარდა:
ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;
ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;
ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;
რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
ს) პრესის ჯიხურებისა.