ინტერნეტში შავი ქვრივის სიკვდილის ალტერნატიული სცენა გამოჩნდა. შურისმაძიებლების ერთერთი მთავარი გმირი, რომელსაც სკარლეტ იოჰანსონი ასახიერებს, იგივე ადგილას, თუმცა განსხვავებულ გარემოებებში იღუპება.
Marvel-ის კინოსამყაროს სუპერგმირზე ახალი ფილმი მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოსულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, პროდიუსერებმა პრემიერა ნოემბერში გადაიტანეს.