შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ის 8 აპრილიდან შვებულებაში იყო, შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. მათივე ცნობით, მას კორონავირუსი ნათესავისგან გადაედო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე-ოფიცერს ინფიცირებულ ნათესავთან კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა, ნათესავს კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 385 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 84 ადამიანი გამოჯანმრთელდა, COVID-19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა.