პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისათის კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან 91-ს აქვს დადატურებული კორონავირუსი. 10 პაციენტს რეანიმაციაში მკურნალობენ.
"აქედან 8 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბულირად მძიმე", - ამბობს რატიანი.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.