იყვნენ მღვდელმთავრები, რომლებიც იქცეოდნენ უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და იყვნენ მღვდელმთავრები, რომლებიც ძალიან პასუხისმგებლობით მოიქცნენ. არ არის შემთხვევითი, რომ ის ყველა ვინც მოიქცა უპასუხისმგებლოდ, სწორედ ის ხალხია, ვინც ყვიროდა "დაგმე მიშა", რომლებმაც ივანიშვილი ლამის ქრისტეს ტოლად გამოაცხადეს [...]
უკრაინის ხელისუფლების მიმართ შეიძლება რაღაც შენიშვნები გვქონდეს, მაგრამ დააყენა პოლიცია ყველა ეკლესიასთან და ასე გააკონტროლა. ესენი მოიქცნენ უკიდურესად უპასუხისმგებლოდ, ახლა თუ რამე გართულება მოჰყვება, უნდათ ხელი ეკლესიას შეაწმინდონ. ეს არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ ტყუილია, რადგან ხელისუფლებაა ამ დროს ბოლომდე პასუხისმგებელი.
საზოგადოების წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა, ეს ხელისუფლების ფუნქციაა ყველა ქვეყანაში. არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ ეს რომელიმე კერძო ინსტიტუტს გადააბაროს, ამ შემთხვევაში ეკლესიაა კერძო ინსტიტუტი, ხელისუფლება - საჯარო, სახელმწიფო ინსტიტუტი.