ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, რეგიონებში ხალხს მანქანით გადაადგილებისათვის კონკრეტული დრო ექნებათ გამოყოფილი.
კერძოდ, რეგიონებში დაშვებულია მანქანით გადაადგილება 06:00 საათიდან 08:00 საათამდე, საღამოს კი 18:00 საათიდან 19:00 საათამდე.
"იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ", - ამბობს ჩიქოვანი.
მისივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონალურ საკოორდინაციო საბჭოებზე.
საქართველოში საგანგები მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში 27 აპრილამდე აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილება.