სტრიმინგ სერვისმა Hulu ახალი კომედიური სერიალის The Great თრეილერი გამოაქვეყნა.
სიუჟეტის ცენტრში რუსეთის მომავალი იმპერატორი, ეკატერინე მეორეა. მონარქის როლს ელ ფენინგი ასრულებს. ეკატერინეს ქმარს - პეტრე მესამეს, მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ანსახიერებს.
სერიალის შემქმნელების განცხადებით შოუ მოკლებულია ისტორიულ სიზუსტეს და უბრალოდ კარგი კომედიაა.
ფსევდოისტორიული კომედიის პრემიერა მიმდინარე წლის 15 მაისს არის დაგეგმილი.