პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსზე ორსული პაციენტების ტესტის პასუხს ელოდებიან.
"შემოსულია რამდენიმე ორსული, მათ პასუხებს ლუგარიდან ველოდებით", - თქვა ექიმმა.
რატიანის ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს, კლინიკაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით კი 58 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
რაც შეეხება სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის ინფორმაციით, 4 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია. მათგან 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, 1-ის მძიმე, 1-ის კი "შედარებით უფრო სტაბილური." რატიანის ცნობით, დანარჩენი პაციენტების, მათ შორის 2 ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არცერთთან არ ფიქსირდება.
საქართველოში, ბოლო მონაცემები, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მაღგან 675 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 9 პაციენტი გარდაიცვალა.