დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის, ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 738 პირიდან 42% კაცია, 58% კი ქალი.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციით დაავადების მინიმალური ასაკი არის 2 წელი.
"15 წლის ასაკის ჩათვლით ვირუსით დაავადებულია 8.4%, ინფიცირებულების მინიმალური ასაკი არის 2 წელი. 18 წლამდე ასაკისლ კი 10.2%-ია ინფიცირებული", - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 573 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 153 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.