შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მონიშნოს ადგილები. როგორც იყო მონიშნული ეკლესიების ეზოებში, სადაც უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგან შეუძლია გააკონტროლოს. ნორმების დაცვით იქნება გაკეთებული. როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში. ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი. ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება, ვთქვათ რომელ რესტორანს რამდენი ადამიანის მიღება შეეძლება და რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება ტერიტორიაზე
კორონავირუსი საქართველოში
იმნაძე: რესტორნები გაკონტროლდება, მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები განთავსდება
tbl.ge/4sa0
დაკოპირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. პიევრლი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება, ბოლო კვირაში დღეში 300-მდე შემთხვევა იყო
- როგორია COVID-19-ის ბოლო 3 თვის სტატისტიკა საქართველოში – NCDC-ს მონაცემები
- ცერცვაძე: მიზანშეწონილია, საქართველომ გააძლიეროს COVID-კონტროლი ჩინეთიდან ჩამოსულებზე
- COVID-19-ით გასულ 1 თვეში 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 35 719 შემთხვევა
- აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით 2023 წელს ბიუჯეტი 400 მილიონით მცირდება