სტრიმინგ სერვისმა Netflix სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალის Umbrella Academy მეორე სეზონის პოსტერები გამოაქვეყნა.
მინიმალისტურ პოსტერებზე ჰარგრივსის ოჯახის წევრების სახეებს ქოლგა ეფარება.
სიუჟეტის ცენტრში ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც აპოკალიფსის შეჩერებას ცდილობს.
სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 31 ივლისს არის დაგეგმილი.