საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 5 ივნისის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.
დოლართან მიმართებით გამყარებამ 2.79 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან გაუფასურებამ - 0.54 თეთრი.
ამრიგად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9562 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.3476.
ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით.
კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეკორდული გაუფასურების შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ლარი მყარდება.