საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოაჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285.