14 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დადასტურებულა და ქვეყანაში ოფიციალურად ინფიცირებულთა რაოდენობა 851-ა.
გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი ადამიანი - სულ 703.
ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განთავსდა.
ვირუსის გამოვლენიდან დღემდე საქართველოში Covid 19-ით სულ 14 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.