ვარსკვლავური ომების მსახიობმა, ლუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელმა, მარკ ჰემილმა, მანდალორიელის პირველ სეზონში ეპიზოდური როლი შეასრულა.
თაყვანისმცემლებმა ლეგენდარული მსახიობი ვერ შეამჩნიეს. ეპიზოდური როლის შესახებ ინფორმაცია, დოკუმენტურ სერიალში, Disney Gallery: Star Wars: The Mandalorian–ის შემქმნელებმა გააჟღერეს.
პირველი სეზონის მეხუთე სერიაში მთავარი გმირი ტატუინზე ბრუნდება და ადგილობრივ ბარში მიმტან დროიდს ესაუბრება, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჰემილი ახმოვანებს.