30-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულია.
მერსესაიდელები 2019/2020 წლის სეზონის გამარჯვებულები ოფიციალურად მას შემდეგ გახდნენ, რაც მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსისთან დამარცხდა და პირველ ადგილზე მყოფი ლივერპულის დაწევა შეუძლებელი გახდა.
ეს ლივერპულისთვის მე-19 პრემიერლიგის თასია - მათ 1989/1990 წლების სეზონის შემდეგ ის არ მოუპოვებიათ.
მიუხედავად მოწოდებისა "დარჩით სახლში", მერსესაიდული კლუბის ათასობით გულშემატკივარმა ენფილდის სტადიონთან გამარჯვება აღნიშნა.
გამარჯვება ერთად აღნიშნეს ლივერპულის ფეხბურთელებმაც - ელისონ ბეკერმა, ვირჯილ ვან დაიკმა და ალექს ჩემბერლენმა. ისინი სიტისა და ჩელსის თამაშს ერთად უყურებდნენ.
მანჩერსტერ სიტისა და ლონდონის ჩელსის დაპირისპირების დასრულების შემდეგ Sky Sports-ს ესაუბრა ლივერპულის მწვრთნელი, იურგენ კლოპი:
"დაუჯერებელია! ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ეს გამარჯვება ჩემი მოთამაშეების გასაოცარი მიღწევაა და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მათი მწვრთნელი ვარ.
მე ამას კიდევ 30 წელს არ ველოდი, რადგან სულ 4 წელი და 6 თვეა რაც გუნდში მოვედი. ეს უდიდესი მიღწევაა." - თქვა იურგენ კლოპმა.
ლივერპულს ამ დროისთვის 86 ქულა აქვს და მას 23 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფი მანჩესტერ სიტი. ამ მონაცემებით კი პირველი ოთხეული ასე გამოიყურება:
ლივერპული - 86 ქულა
მანჩესტერ სიტი - 63
ლესტერ სიტი - 55 ქულა
ჩელსი - 54 ქულა