კიანუ რივზი კომიქსების წიგნებს წერს, რომელიც 12 ნაწილისგან იქნება შემდგარი და BRZRKR-ი ერქმევა.
მსახიობი წიგნებზე New York Times-ის გრაფიკულ დიზაინერთან, მეტ კინდთან და ილუსტრატორთან, ალესანდრო ვიტისთან ერთად იმუშავებს.
კომიქსებს Boom! Studios-ი გამოსცემს.
"კომიქსები ბავშობიდან მიყვარს და ამ ჟანრმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც არტისტზე."– თქვა კიანუ რივზმა.
BRZRKR-ის მთავარი პერსონაჟი მრისხანე მებრძოლი იქნება, რომელიც ამერიკული ხელისუფლებისთვის მუშაობს და სხვის გამო ბრძოლებში იღებს მონაწილეობას.
კიანუ რივზის კომიქსების წიგნების პირველი ნაწილის გამოსვლა 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.