უკრაინა

კიევში, ბანკში კაცმა მძევლები აიყვანა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემას ითხოვს

Reuters

უკრაინის დედაქალაქ კიევში კაცმა ბანკის შენობაში მძევლები აიყვანა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის შეიარაღებულია.

კაცი ბანკის შენობაში შევიდა და თანამშრომლებს უთხრა, რომ ზურგჩანთაში ბომბი აქვს. მან პოლიციის გამოძახება მოითხოვა.

თანამშრომლების ნაწილს შენობის დატოვების საშუალება მისცეს. ბანკში რჩებიან ფილიალის ხელმძღვანელები.

პოლიცია თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან ჟურნალისტებისათვის ინტერვიუს მიცემა მოითხოვა.

ბოლო კვირებში უკრაინაში ეს მესამე მსგავსი ინციდენტია. გასულ თვეს შეიარაღებულმა კაცმა ავტობუსის მგზავრები აიყვანა მძევლად და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოს ჩაწერა მოსთხოვა. საბოლოოდ მძევლები გაათავისუფლეს და თავდამსხმელი დააკავეს. ასევე ივლისში ქალაქ პოლტავაში კაცმა პოლიციის თანამშრომელი აიყვანა მძევლად. საბოლოოდ ის პოლიციამ მოკლა, მძევლად აყვანილი კი გაათავისუფლეს.

კომენტარები