ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახაურს ესაუბრა.
მწერალმა აღნიშნა, ხომ ხალხი სრულიად დარწმუნებულია, რომ ლუკაშენკომ არჩევნები წააგო. ეს რწმენა მათი გარემოცვიდან მოდის, ისინი ვერ ხედავენ ვერავის, ვინ დაიცავდა და გაამართლებდა ლუკაშენკოს. სვეტლანა ალექსიევიჩის აზრით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს "ომი გამოუცხადა".
"წადი, სანამ გვიანი არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში გადაჩეხავ, სამოქალაქო ომის უფსკრულში! წადი! არავის სურს მაიდანი, რავის სურს სისხლი. მხოლოდ შენ გსურს ძალაუფლება და ძალაუფლების ეს შენი სურვილი სისხლს მოითხოვს!" - ამ სიტყვებით მიმართა სვეტლანა ალექსიევიჩმა ალექსანდრ ლუკაშენკოს.
მწერალმა ქვეყნიდან სვეტლანა ტიხანოვსკაიას წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ტიხანოვსკაიამ საპროტესტო მოძრაობისთვის საკმარისი გააკეთა და ის ცვლილებების წყურვილის სიმბოლოდ დარჩება.
ალექსიევიჩი მადლობელია საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხის. მწერლის თქმით, ბელარუსმა ხალხმა ღირსება შეინარჩუნა.