თურქეთში, სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა. მონასტერი 534 წელს, იუსტინიანე პირველის დროს აშენდა. იუსტინიანეს ბრძანებით აშენდა აია-სოფიას ტაძარიც, რომელიც მეჩეთად გასულ თვეს გადაკეთდა.
აია-სოფიას მსგავსად, ოსმალეთის იმპერიის დროს, 1511 წელს ხორას მონასტერი მეჩეთად გადააკეთეს, 1945 წელს კი ის მუზეუმი გახდა.
ისევე, როგორც მოგვიანებით აია-სოფიას შემთხვევაში, 2019 წლის 11 ნოემბერს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ მისი მუზეუმად გადაკეთება უკანონოდ ცნო. მონასტრის მეჩეთად გადაკეთებაზე საპრეზიდენტო განკარგულება დღეს, 21 აგვისტოს გამოიცა.
მონასტრის კედლები დაფარულია ბიზანტიური მოზაიკის უძველესი და კარგად შემონახული მოზაიკებით. მეჩეთად გადაკეთების შემდეგ ფრესკები დაფარეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მუზეუმად იქცა, ისინი აღადგინეს. უცნობია, ამჟამად რა ბედი ეწევა ფრესკებს. აია-სოფიას შემთხვევაში, ლოცვის დროს გუმბათზე გამოსახული ფრესკები ფარდით იფარება.