89 წლის ასაკში მსახიობი, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ბოროტმოქმედის, ჰუგო დრაქსის როლის შემსრულებელი, მაიკლ ლონსდეილი გარდაიცვალა.
ლონსდეილი წარმატებით თამაშობდა, როგორც ბრიტანულ ისე ფრანგულ ფილმებში. კარიერის განმავლობაში მან 40-ზე მეტი როლი შეასრულა. ლონსდეილის მიერ განსახიერებული დრაქსი ბონდიანას ფრენჩაიზში ერთ-ერთ საუკეთესო ბოროტმოქმედად ითვლება.
მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორებიც არის - Ronin, Agora, Don Juan, Munich, Goya’s Ghosts .