ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: თურქეთიდან შემოტანილ 25 000 კგ კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოჩნდა

wikimedia.org

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, პროდუქტში კი მავნე ორგანიზმის, კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა.

"დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ – კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა". – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

კომენტარები