ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან 60-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 59 მართვით სუნთქვაზეა

AFP - Getty Images

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური 4 672 შემთხვევაა. ინფიცირებული 60 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება. მათგან 59 პირი მართვით სუნთქვაზეა. კრიტიკული პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაა გადმოყვანილი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 230 აჭარაში, 134 – თბილისში, 68 – იმერეთში, 8 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – ქვემო ქართლში, 8 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 – შიდა ქართლში, 5 – კახეთში, 5 – მცხეთა-მთიანეთში.

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები