ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე თბილისში ზომების გამკაცრებაზე: შესაძლოა, თუ ასეთი მატება იქნება

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ახალი შემთხვევების მატების გამო შესაძლებელია, ზომები გამკაცრდეს.

"შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში როგორი მატება გვქონდა - თითქმის არ გვქონდა. ახლა მატებაა, შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს, ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არაა". – ამბობს მარინა ენდელაძე.

ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 56 პირი მკურნალობს დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით. მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეში 1. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 208 ადამიანი. გასულ გასულ დღე-ღამეში კი 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 471 შემთხვევაა აქტიური. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები