მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე უკვე გამოცხადდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
"რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები". – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.