არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავეს ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული, როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა და დასკვნის სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.