იმის გამო, რომ სამივე ეგზიტპოლი აჩვენებს 3%-ს, მგონია, რომ მაგ ფარგლებში ვართ და შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, მაგრამ ეს დათვლის შემდეგ გამოჩნდება. გირჩისთვის 3% ნიშნავს იმას, რომ 4 კაცი შეგვყავს პარლამენტში. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არის ის, რომ თბილისში ვართ მესამე პარტია, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია.