არჩევნები 2020

ეუთო არჩევნებზე: არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის

ელონა ჯებრეა ხოჯა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით თავიანი შეფასებების შესახებ პრესკონფერენციას მართავენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელის, ელონა ჯებრეა ხოჯას თანახმად, პანდემიამ ბევრი გამოწვევა შექმნა არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა მთლიანობაში არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

"COVID-19 ის პანდემიამ შექმნა გამოწვევებით სავსე კონტექსტი, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. თუმცა, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ამომრჩევლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და არ იყო გამიჯნული ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის". – თქვა ხოჯამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერმა აღნიშნა, რომ არჩევნებს ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო ორგანიზებული. 

"მმართველი პარტიის დომინანტურობამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითი გავლენა იქონია ადამინების აღქმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარდა არჩევნები". –თქვა ელონა ჯებრეა ხოჯამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევნების ადმინისტრირების საკითხებში მიღწეული წარმატებისა, არსებობს ხარვეზები და მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები.

კომენტარები