კორონავირუსი საქართველოში

589 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 281 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

reuters

კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევიდან 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში მკურნალობს 299 პაციენტი, აჭარაში - 90. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77.

2 264 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 3 080 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 1 412.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 943  ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი. 

ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები