სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
"მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი; შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ." - წერია განცხადებაში.