ახალი კორონავირუსი საქართველოში

შსს: პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 930 პირი დაჯარიმდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 930 მოქალაქე დააჯარიმეს. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კი 111 პირი დაჯარიმდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.

კომენტარები