ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით, დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ ქართული ოცნების დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა ან ნებისმიერ ფასად კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა "ოცნების" დამარცხება და გვინდა უკეთესი საქართველო.
ამისთვის ვიბრძვით, ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული გვამოძრავებს და გვინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხდეს და ეს ქვეყანა წინ წავიდეს...