ზურაბ ჯაფარიძემ ზუსტად იცის, მე რასაც ვაკეთებ და ისიც იცის, რომ პირველივე დღიდან რასაც ვამბობდით, იმის გაგრძელებაა ეს. მას თუ ახლა, ზოგადად, იმის გამო, რომ პოლიტიკური გამიჯვნა უნდა ჩვენგან და უფრო მაგარ ოპოზიციონერად უნდა გაეძროს, ამ მიზნით მას თვითონ შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა. მე არაფერს დავუშლი, მაგრამ გირჩს აქვს თავისი ჩამოყალიბებული სწორი პოზიცია. ძალიან მორალურად გამართული, ფაქტობრივად უნაკლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მოსწონს არცერთ ჩემს კოლეგას ოპოზიციიდან, ისინი ვერ მაკრიტიკებენ საჯაროდ და ვერ იძახიან იმას, რომ ჩვენ ვინმეს შევეკარით ან შემოვეკარით...
tbl.ge/5bqk
დაკოპირდა
თქვა გირჩის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში. წამყვანმა იაგო ხვიჩიას პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოზიცია გააცნო, რომლის მიხედვითაც, მას უნდა, მანდატზე უარი თქვას და შესაბამისი განცხადება დაწეროს, თუმცა, ელოდება პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მან ცესკოს სიის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს, რათა სია არ გახდეს მოძრავი. გირჩის ლიდერებს შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა – პოლიციაში არასოდეს მირბენია
- ხვიჩია: ოფისში ადამიანი მოგვივარდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა, მერე საკაიფოდ ვცემეთ
- ხვიჩია: უპატრონო ქონება უნდა გადავანაწილოთ, რომ პენსიონერი თვის ბოლოს 100 ლარს არ ელოდებოდეს
- ხვიჩია: გირჩის გარდა, ქართულ პოლიტიკაში ვინ რაში დაიმსახურა ოდნავი პატივისცემა?
- გირჩი საპარლამენტო ინიციატივით ყველა კანონში ტერმინ გენდერის გაუქმებას ითხოვს