გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-5 იანვარს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს.