სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმს გალში არსებული ხანძრის გამო დახმარებაზე სრული მზადყოფნა გამოუცხადა.
ოკუპირებულ გალის რაიონში 9 სოფელი იწვის, რამდენიმე სახლი განადგურდა.
"ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით". – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.