კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 856 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 275 მართვით სუნთქვაზეა

Robert Michael/dpa via AP

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 856 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან თბილისში მკურნალობს – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206.  მძიმე პაციენტებიდან 275 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31.

7 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, ინფიცირების 235 491 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 695 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 694 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 076 აქტიური შემთხვევაა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

შობის დღესასწაულის გამო 6 იანვრის 21:00-დან 7 იანვრის 05:00-მდე კომენდანტის საათი არ იმოქმედებს.

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  – წაიკითხეთ აქ.

კომენტარები