კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ფინანსური დახმარებისთვის 45 000 განაცხადია ატვირთული, მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მოქალაქეებისგან, რომლებმაც ეპიდემიის მე-2 ტალღის დროს დაკარგეს სამსახური, ფინანსური დახმარების მისაღებად მთავრობამ 45 000 განაცხადი მიიღო. მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება. 

"დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად. განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი". – თქვა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 1 177 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 205 ტესტი. გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი. 15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 245 789 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 229 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები