მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი: რა ვქნა, ეს ტელეფონი გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო?

 

ერთმა ადამიანმა ასეთი რაღაც მომწერა, რომ მე რა უნდა ვქნა, მე რა ვქნა ეხლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო, ამაზეა ლაპარაკი? აი, ზუსტად ასეთი კითხვა პირველად სახარებაში არის აღწერილი, როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს და რატომ არ გაიყიდა ეს, რატომ არ დაურიგდა გლახაკებს? გლახაკების დარდი კიარ ჰქონდა, ვინც ეს კითხვა დასვაო, ეს ფული იმას ებარა და ვერცხლისმოყვარე იყოო. მე, მინდა გითხრათ, რაც შემიძლია ვეხმარები ყველას, ვერცერთი ადამიანი ვერ მეტყვის, არ არსებობს ადამიანი რომ თქვას, რომ მე მთხოვა დახმარება და არ დავეხმარე, რაც შემიძლია ვაკეთებ.

რაც შეეხება ამ ტელეფონს, თითქოს პირობა გამომივიდა, მე არაფერი პირობა არ მაქვს დასადები, მაგრამ უკვე რამდენიმე ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით კარგი ხარისხის და ხარისხს მნიშვნელობა აქვს, რა, როგორც ამბობენ, რავიცი...

ამბობს მეუფე ნიკოლოზი, რომელსაც ტექნიკის მაღაზიამ (iSTYLE) ბოლო მოდელი iPhone 12 Pro აჩუქა.

კომენტარები