მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი: ქართული მიწები ოკუპირებული აქვს თურქეთს, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც 

რუსეთის სახელმწიფო არის ოკუპანტი საქართველოს მიმართ. რუსეთს 20%, თუ მეტი, ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების. ქართული მიწები ოკუპირებული აქვს თურქეთის სახელმწიფოსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც ნაწილობრივ. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოკუპაცია 2008 წელს მოხდა თუ 1921 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ტაო-კლარჯეთი არის საქართველო, საინგილო არის საქართველო, გარეჯი არის საქართველო, და არასოდეს ეს არ შეიცვლება...

თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რ2-ის ეთერში.

კომენტარები