ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 89%-ის აზრით, 2020 წლის არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები, 7% თვლის, რომ საარჩევნო უბნებზე შემაშინებელი, შემავიწროვებელი გარემო იყო.
ასევე, მოსახლეობის 92% თვლის, რომ უბნებზე, კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები კარგად იყო დაცული.
საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.