ბელარუსი

ტიხანოვსკაია დასავლეთს ლუკაშენკოზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

სვეტლანა ტიხანოვსკაია
AFP

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს მმართველობის დასრულების დასახმარებლად ევროკავშირს და აშშ-ს უფრო გაბედული და ძლიერი რეაგირება უნდა ჰქონდეთ.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა, ტიხანოვსკაიამ ევროკავშირს მოუწოდა, დააჩქარონ ლუკაშენკოს მხარდამჭერებზე სანქციების მეოთხე პაკეტის დამტკიცება. 

ის კიდევ ერთხელ გამოვიდა ადამიანის უფლებების დარღვევების საერთაშორისო გამოძიების და პასუხისმგებელი პირების ტერორისტად გამოცხადების მოწოდებით. 

"საერთაშორისო რეაგირება კვლავ ძალიან მოკრძალებულია". – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთი, პუტინი მას ფინანსურად და შეიარაღებით ეხმარება.

კომენტარები