კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 569 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 162 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 569 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 162 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 252 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 46, იმერეთში – 147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 121 ადამიანია, აჭარაში – 4, იმერეთში კი – 16.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 9 056 ტესტი, დადასტურდა ინფიცირების 240 ახალი შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პაციენტი. 

1-ლი თებერვლის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 5 448 აქტიური შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 258 351 ადამიანი, მათგან 249 709  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები