კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით ინფიცირებული 575 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 160 მართვით სუნთქვაზეა

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 575 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 160 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 254 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 44, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 119 ადამიანია, აჭარაში – 5, იმერეთში კი – 16.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 271 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი.  

2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 250 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 208 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები