ნიკა მელიას საქმე

ბასილაია: დღეს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება არის ავტოკრატიაში პირდაპირ შესვლა

ჩვენ შევედით ავტოკრატიაში. მოსამართლე ჩახნაშვილი არის ოცნების პროპაგანდის რუპორი. ის არის აღმასრულებელი იმის, რაც იგეგმება ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება ერთპარტიული პარლამენტიდან გადადის ავტორიტარიზმში. ამის მერე სამართლებრივი მსჯელობა, რაღაც ინსტიტუციებზე საუბარი და ა.შ. ეს არის ეფემერა. დამთავრდა ხალხო, დღეს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება, იმის გამო რომ 30 000 ლარით არ შეავსო აღსრულების ანგარიში, ეს არის ავტოკრატიაში პირდაპირ შესვლა. 

აქ არაფერი კანონიერება, სამართლიანობა, ფორმალური წესების დაცვა, არაფერი რ არსებობს. ამის შემდეგ ნებისმიერ საქმეზე, სადაც იქნება პოლიტიკური ინტერესი, იქნება ტყვეობა, ეს არ არის პატიმრობა, ეს არის ტყვეობა. 

ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

კომენტარები